პენსიის დანიშვნის წესი

ოფიციალურად საქართველოს კანონმდებლობით ქალებისთვის საპენსიო ასაკი განსაზღვრულია 60 წლის ასაკიდან, მამაკაცებისთვის კი 64 წლიდან. თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა ამ ასაკზე უფრო ადრე დანიშნოთ თქვენი პენსია, თუმცა გაქვთ შესაძლებლობა პენსიის დანიშვნის ვადა გადაწიოთ, მაგალითად, Pპენსია დაინიშნოთ არა 64 წლიდან, არამედ 68 წლის ასაკიდან.