ჯიპიაი ჰოლდინგი საშუალებას გაძლევთ შექმნათ საკუთარი საპესიო ფონდი. ხართ ახალგაზრდა, გაქვთ მუდმივი შემოსავალი, მაგრამ კარგი იქნება თუ ფინანსურად უზრუნველ სიბერეზე ფიქრს დღეიდანვე დაიწყებთ. ჯიპიაი ჰოლდინგის საპენსიო სქემაში გაწევრიანების შემთხვევაში, თქვენ შექმნით თქვენს საპენსიო ფონდს. საპენსიო ფონდში შეტანილ თანხას კი დაერიცხება სარგებელი. თქვენს მიერ დაგროვილი თანხით დაგენიშნებათ პენსია, რომელიც თქვენს სიბერეს მატერიალურად დამოუკიდებელს გახდის.
ჯიპიაი ჰოლდინგის შესახებ:
ჯიპიაი ჰოლდინგი შეიქმნა 2001 წელს, როგორც პირველი კერძო საპენსიო ორგანიზაცია. დაარსების დღიდან დაწყებული კომპანია ლიდერის პოზიციაზე კერძო საპენსიო დაზღვევის მიმართულებით. სქემაში გაწევრიანებილია 11 000 ადამიანი. სქემის მონაწილეები არიან როგორც კერძო პირები, ასევე ორგანიზაციის თანამშრომლები. ჯიპიაი ჰოლდინგის საპენსიო ფონდი ყოველწლიურად იზრდება, 2011 წლის ორი კვარტლის მონაცემებით ჯიპიაი ჰოლდინგის საპენსიო ფონდმა 2 821 563 ლარი შეადგინა. საპენსიო ფონდის წინა სამი წლის მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
| 2008 | 2 313 890 ლარი |
| 2009 | 2 258 123 ლარი |
| 2010 | 2 712 945 ლარი |