ორგანიზაციებისთვის

ჯანმრთელობის დაზღვევა

კომპანიის სპეციფიკადან გამომდინარე ჩვენ შეგირჩევთ კომპანიაში მომუშავე პერსონალზე მორგებულ ჯანრმთელობის დაზღვევის პაკეტებს. ჩვენი ჯანმრთელობის დაზღვევის საშუალებით კომპანიის თანამშრომლები შეძლებენ მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, გაიარონ კონსულტაციები გამოცდილ და კვალიფიციურ სპეციალისტებთან, ჩაიტაროთ გამოკვლევები და ანალიზები წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.

თქვენ მიიღებთ თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ მომსახურების სქემას, ანაზღაურების გამარტივებულ პროცედურებს და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტებს, სადაც გამონაკლისების სია პრაქტიკულად მინიმალურამდე იქნება დაყვანილი.

გამოიძახეთ ჩვენი კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი, რომელიც თქვენთვის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე მოვა, მოისმენს თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებს და შემდეგ მოგიმზადებთ სასურველ კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამას.

ჩვენი უპირატესობაა:

  • სამედიცინო წარმომადგენლები და პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებები თბილისში და საქართველოს ყველა ძირითად ქალაქში, რომელიც ჩვენი კლიენტებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის ხელმისაწვდომობას ნებისმიერ დროსა შეუფერხებლად უზრუნველყოფს;
  • ჩვენი ფილიალები საქართველოს 8 რეგიონში უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურებას;
  • მაღალი ხარისხის მომსახურება: ჩვენი თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა სწრაფად და ხარისხიანად მოაგვარონ თქვენი პრობლემები
  • ჩვენი ქოლ ცენტრი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა არც ერთი ზარი და შემთხვევა არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენი კომპანიის ცხელ ხაზზე 2 505 111 და მიიღოთ კვალიფიციური პასუხი ყველა თქვენს კითხვაზე;
  • ჩვენ გთავაზობთ ანაზღაურების მარტივ სქემას, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლისით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს სწრაფად და მარტივად აგინაზღაურებთ, ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე. ჩვენმა კომპანიამ, მხოლოდ გასულ წელს 32 მილიონი ლარი აუნაზღაურა თავის დაზღვეულებს, რაც იმის დასტურია, რომ ჩვენ ვასრულებთ იმას, რასაც ჩვენ დაზღვეულებს ვპირდებით;
  • ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ მაღალი ხარისხის, გამოცდილ და სანდო სამედიცინო დაწესებულებებთან. ჩვენი პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებების სრული სია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

რას სამედიცინო მომსახურებებს მოიცავს კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა?

კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა მოიცავს შემდეგ სამედიცინო მომსახურებას:

  • 24 საათიან სატელეფონო სამედიცინო კონსულტაცია
  • ოჯახის ექიმის სამსახური
  • პროფილაქტიკური გამოკვლევები
  • ჰოსპიტალური მომსახურება უბედური შემთხვევის გამო
  • გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება
  • გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება
  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება
  • გეგმიური ამბულატორიული მომსახურება
  • მედიკამენტები
  • ორსულობა/ მშობიარობა
  • საზღვარგარეთ მკურნალობა
  • გადაუდებელი სტომატოლოგია
  • გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება
  • ორთოპედიული სტომატოლოგიური მომსახურება
  • ორთოდონტიული სტომატოლოგიური მომსახურება
  • რთული სამედიცინო შემთხვევის მართვა

დაზღვევით გაუთვალისწინებელი შემთხვევების ანაღაურების ფონდი
გამაჯანსაღებელი ღონისძიებები და სხვა ...

ანაზღაურებას ექვემდებარება მსხვილ ფინანსურ დაავადებებთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა:

  • ონკოლოგიური დაავადებების, მათ შორის კეთილთვისებიანი სიმსივნეები
  • ქიმიოთერაპია და სხივური თერაპია
  • გულ–სისხლძარღვთა და სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები
  • თირკმლების ქრონიკული უკმარისობა
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • ტონზილექტომია (გლანდები), ადენექტომია, ცხვირის ძგიდის გამრუდება და ნიჟარების ჰიპერტროფია
  • ტრავმატოლოგია
  • თიაქარკვეთა და სხვა

რამდენი წევრისგან უნდა შედგებოდეს ორგანიზაცია, რომ განვიხილოთ კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის პირობები:

იმისათვის რომ ორგანიზაციამ სტანდარტული კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევის პირობებით ისარგებლოს, მისი თანამშრომლების რიცხვი არ უნდა იყოს 25 ადამიანზე ნაკლები. ამ შემთხვევაში გაკეთდება სტანდარტული შეთავაზება.

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციაში მომუშავე თანამშრომლების რიცხვი 25 ადამიანზე ნაკლებია, მოხდება ამ ორგანიზაციისთვის სპეციალური წინადადების შეთავაზება.