პოლისი მედით დაზღვევა შეუძლია 1 წელს ზემოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანს.
პოლისი მედით დაზღვევა შესაძლებელია 1 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის.
პედიატრის მომსახურება წლის განმავლობაში უფასოა! პედიატრთან ვიზიტების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
სტომატოლოგიური მომსახურება გათვალისწინებულია მედი 30–ის და მედი 50–ის პოლისის მფლობელესთვის.
გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება 100%–ით დაფინანსდება.
გეგმიური სტომატოლოგია მომსახურება:
მედი 30–ის მფლობელებისთვის – 50%–ით, 1 000 ლარის ლიმიტით დაფინანსდება,
მედი 50–ის მფლობელებისთვის – 70%–ით, 1 000 ლარის ლიმიტით ანაზღაურდება.
სტომატოლოგიური მომსახურების მიღება შესაძლებელია კლინიკა „უნივერსში“ .
პოლისი ძალაში შედის მისი გამოწერის თარიღიდან არანაკლებ 15 დღის შემდეგ თვის 15 ან 30 რიცხვიდან.
მაგალითად პოლისი გამოიწერა 5 იანვარს. რადგან 5 იანვრის შემდეგ მინიმუმ 15 დღე უნდა გავიდეს და პოლისი მხოლოდ თვის 30 ან 15 რიცხვიდან აქტიურდება, ამიტომ 5 იანვარს გამოწერილი პოლისი 30 იანვარს შევა ძალაში.
იმისათვის, რომ პოლისი ძალაში შევიდეს, პირველი საპრემიო შენატანი ან სრული სადაზღვევო პრემია გადახდილი უნდა იყოს.