ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობა 1 წელს ზემოთ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია, არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა. ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის პენსიონერებს, შეუძლიათ შეიძინონ მათვის სასურველი ჯანმრთელობის დაზღვევის პროდუქტი: მედი 5, მედი 10, მედი 20, მედი 30 ან მედი 50 და ისარგებლონ პოლისის პირობებით გათვალისწინებული მომსახურებით. დაზღვევით დაინტერესებულ პიროვნებას შეუძლია დაგვიკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზზე 2 505 111, გამოიძახოს სადაზღვევო კონსულტანტი და გააფორმოს სადაზღვევო ხელშეკრულება.