Loading Player
ჩემი საპენსიო დანაგროვი
Loading Player
Loading Player
დაითვალე საპენსიო ანგარიში
Loading Player
შეუკვეთე პოლისი ონლაინ
Loading Player
შეადარე პოლისი
Loading Player

ისტორია

ჯიპიაი ჰოლდინგი დაარსდა 2001 წელის როგორც პირველი კერძო საპენსიო ფონდი საქართველოში. კომპანიისთვის თავიდანვე პრიორიტეტად იქცა საქართველოში ე.წ. სოციალური დაზღვევის: ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და საპენსიო დაზღვევის პოპულარიზება და გავითარება. ამ მიმართულებას ”ჯიპიაი ჰოლდინგი” დღესაც აქტიურად ავითარებს.

”ჯიპიაი ჰოლდინგი” საქმიანობის პირველსავე წელს მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია დაზღვევის სხვადასხვა სფეროში. ლიდერის პოზიციას კომპანია დღესაც ინარჩუნებს როგორც ზოგადად, ბაზარზე, ისე ცალკეული მიმიმართულებებით, მაგ. საპენსიო დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა, ქონების დაზღვევა.

2006 წლიდან ”ჯიპიაი ჰოლდინგი” ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის, ”ვენის სადაზღვევო ჯგუფის” წევრი ხდება. კომპანიისთვის ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა, არამხოლოდ ფინანსური სტაბილურობის, არამედ გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისითაც: საქართველოში პირველად მსგავსი დონისა და რეიტინგის უცხოური კომპანია ადგილობრივი კომპანიის აქციონერი ხდება.

დღეს ”ჯიპიაი ჰოლდინგს” საქართველოში ყველაზე ფართო სააგენტო ქსელი აქვს და შესაბამისად, მოქნილ და კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს თავის კლიენტებს. კომპანია ერთ-ერთი ლიდერია საცალო ბაზარზე - ”ჯიპიაი”-მ ერთ-ერთმა პირველმა გამოიტანა ხელმისაწვდომი სადაზღვევო პროდუქტები, იქნება ეს ჯანმრთელობის დაზღვევა, ავტოდაზღვევა თუ პასუხისმგებლობის დაზღვევა, ასევე დაზღვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

”ჯიპიაი ჰოლდინგი” ლიდერია ასევე კორპორაციულ ბაზარზეც. კომპანიის კლიენტები არიან საქართველოს წამყვანი ბანკები, უძრავი ქონებისა და სამშენებლო კომპანიები, ნავთობკომპანიები და რამდენიმე ასეული საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციები.

2007 წლიდან ”ჯიპიაი ჰოლდინგი” აქტიურად არის ჩაბმული სახელმწიფო სოციალური დაზღვევის პროგრამაში. ამ პროგრამის ფარგლებში კომპანია საქართველოს 10 რაიონში 10 საავადმყოფოს აშენებს, რომელიც 225 საწოლს მოემსახურება. საავადმყოფოები ექსპლუატაციაში 2011 წლის ბოლსო შევა.

ინოვატორული მიდგობა, ადგილობრივ მოთხოვნილებაზე მორგებული უნიკალური სადაზღვევო პროდუქტები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მოტივირებულ თანამშრომელთა გუნდი – ეს სწორედ ის ფაქტორებია, რამაც განსაზღვრა და რაც გასაზღვრავს ჯიპიაი ჰოლდინგის წარმატებას ქართულ ბაზარზე.