როგორ უნდა მოვიქცეთ ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში?
თუ საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ, უნდა დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე თბილისში (995 32) 2 505 111
ან დარეკოთ კიევში CORIS-ის სამორიგეო ცენტრში (+380 44) 494 31 31
ჯიპიაი ჰოლდინგი ან CORIS სამორიგეო ცენტრი დახმარებას გაგიწევთ სამედიცინო მომსახურების ორგანიზებაში.
თუ სამედიცინო დაწესებულებაში ან ექიმთან ვიზიტამდე ვერ მოახერხებთ ჯიპიაი ჰოლდინგის ან CORIS –ის ცხელ ხაზზე დაკავშირებას, მკურნალობის დამთავრებიდან უმოკლედ ვადაში აღნიშნული შემთხვევის შესახებ უნდა შეატყობინოთ ჯიპიაი ჰოლდინგს თბილისში ან CORIS –ის წარმომადგენლობას კიევში.