რას ითვალიწინებს დაზღვევა

ჯიპიაი ჰოლდინგმა ახალი სადაზღვევo პროდუქტი პოლისი „ტურისტი“ შექმნა. პოლისი საზღვარგარეთიდან ჩამოსულ უცხოელ ტურისტებისთვის ან საქართველოში მცხოვრები იმ პირებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც საქმიანი ან ტურისტული მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე მოგზაურობენ. პოლისი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მოგზაურობის დროს დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შედეგად წარმოქნილი ხარჯების ანაზღაურებას.