ბარგის დაზღვევა – 6 ლარი
თუ დაზღვეული ბარგი ავიაკომპანიით ტრანსპორტირების დროს დაიკარგება, .
დაზღვეული ბარგის დაკარგვის შემთხვევაში ჯიპიაი ჰოლდინგი აანაზღაურებს 25 ევროს/დოლარს ერთი კილოგრამ ბარგზე.
მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება ანაზღაურდეს ჯიპიაი ჰოლდინგის მიერ არის 500 აშშ დოლარი/ ევროს ოდენობით.
ფრანშიზა წარმოადგენს 25 აშშ დოლარს / ევროს.
მაგალითად, თუ დაკარგეთ 10 კილოგრამი ბარგი, თქვენ მიიღებთ 250 აშშ დოლარს/ ევროს გამოკლებული 25 დოლარს/ევრო (ფრანშიზა). ანუ 225 აშშ დოლარს/ევროს.
როგორ უნდა მოვიქცეთ ბარგის დაკარგვის შემთხვევაში?
თუ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი ბარგი დაკარგულია, 24 საათის განმავლობაში უნდა შეატყობინოთ ავიაკომპანიას და გამოართვათ ბარგის დაკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა წარუდგინოთ სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგს. დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ჯიპიაი ჰოლდინგი აანაზღაურებს ზარალს.