ფრენის გადადების დაზღვევა

დაზღვეულია ყველა ის ბილეთი, რომელიც პეგასუსის ოფიციალურ წარმომადგენლობაში GASA-ში არის შეძენილი. დაზღვევის საფასური გათვალისწინებულია ავიაბილეთის ღირებულებაში.

სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი აანაზღაურებს დაზღვეულის ბილეთის საფასურს თუ მისი საზღვარგარეთ გამგზავრება ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო გადაიდო ან გაუქმდა:

გამგზავრების გაუქმება შემდეგი მიზეზებით:

დაზღვეულის სხეულის დაზიანება / ავადმყოფობა

საზღვარგარეთ ოფიციალური მივლინების გაუქმება

დაზღვეულის გარდაცვალება

გამოცხადებული კარანტინი

დაზღვეულის კუთვნილი სახლის გაქურდვით, ხანძრით, წყალდიდობით ან სხვა მეტეოროლოგიური პირობებით დაზიანება.

დაზღვეულის სასამართლოში მოწმის სახით გამოცხადების აუცილებლობა

სამართალდამცავების მოთხოვნა დაზღვეულის საქართველოში დარჩენის ან საზღვარგარეთიდან დროზე ადრე დაბრუნების აუცილებლობის შესახებ

დაზღვეულის სამხედრო ან მასთან გათანაბრებულ სამსახურში მუშაობისას დამქირავებლის მირ დაზღვეულის სამსამსახურიდან დათხოვნის დოკუმენტალურად დამოწმებული გაუქმება.

ავიარეისის / ფრენის გადადება

ჯიპიაი ჰოლდინგი ანაზღაურებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო ფრენის გადავადება 12 საათზე მეტი ხნით ხდება:

თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა

მეოტეოროლოგიური პირობები

აეროპორტის ტექნიკური გაუმართაობა

ოფიციალური საგანგებო გარემოება აეროპორტში

კარანტინის გამოცხადება

საჰაერო კონტროლის დადგენილი პირობებისა და ვადის გახანგრძლივება/გადავადება

გამგზავრების / სამოგზაურო და სამივლინებო ტურის შეფერხება

ითვალისწინებს ისეთი ხარჯების ანაზღაურებას, როდესაც 4 საათზე მეტი ხნით ფრენის შეფერხების გამო დაზღვეულს ხარჯების გაწევა უწევს

განთავსებაზე

კვებაზე

მედიკამენტებზე

ტრანსპორტირებაზე

თანმხლები პირის გამგზავრება /დაყოვნება

ითვალისწინებს დაზღვეულის საზღვარგარეთ ყოფნის დროს ავადმოყობის გამო თანმხლები პირის საქართველოდან გამგზავრების ხარჯების ანაზღაურებას

ან

საზღვარგარეთ დაზღვეულ პირთან დაყოვნების ხარჯების ანაზღაურებას.

რეპატრიაცია

ითვალისწინებს დაზრეულის გარდაცვალების გამო რეპატრიაციის ხარჯების ანაზღაურებას.

პირადი ნივთების და ბარგის დაკარგვა

ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას ბილეთში მითითებული სამგზავრო პერიოდის განმავლობაში პირადი ნივთების ან ბარგის დაკარგვის შემთხვევაში.

სამუშაო მივლინების დაზღვევა