საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, სამოგზაურო დაზღვევის პოლისი დაგიცავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების შედეგად გამოწვეული ხარჯებისგან. ჯიპიაი ჰოლდინგში შესაძლებელია როგორც ერთჯერადი ისე მრავალჯერადი სამოგზაურო დაზღვევის შეძენა. მრავალჯერადი დაზღვევის პოლისი მოქმედებს 1 წლის განმავლობაში თუმცა საზღვარგარეთ თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 28 დღეს.
თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც მოქმედებს ევროპის ტერიტორიაზე ან დაზღვევა, რომელიც მოქმედებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილზე.